რუსეთში ოპოზიციის ლიდერი ისევ დააკავეს

რუსეთის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებლის და აქტივისტის ალექსეი ნავალნის მოწოდებით რუსეთის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა

751583
რუსეთში ოპოზიციის ლიდერი ისევ დააკავეს
rusya gösteriler1.jpg

რუსეთში ოპოზიციის ლიდერი ისევ დააკავეს.

რუსეთის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებლის და აქტივისტის ალექსეი ნავალნის მოწოდებით რუსეთის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

დედაქალაქ მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის დაწყებამდე საკუთარი სახლის წინ დაკავებულ ალექსეი ნავალნის შეკრებებთან დაკავშირებული კანონის დარღვევის გამო ამჯერად 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

იმ მოტივით, რომ ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია არასანქცირებული იყო, პოლიციამ იგი დაშალა.

მოსკოვსა და სხვა ქალებში გამართულ 80 აქციაზე 1500 ადამიანი დააკავეს.

ნავალნის მოწოდებით მარტში მოსკოვში გამართულ დემონსტრაციაზე ათასამდე ადამიანი იქნა დაკავებული, თავად ნავალნის კი პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

41 წლის ნავალნის აპრილში „ზელიონკა“ შეასხეს, რის გამოც მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა.

პუტინის ყველაზე ძლიერ მეტოქედ აღიარებულ ნავალნის 2013 წელში 5 წლიანი პორიბითი სასჯელი მიუსაჯეს.

ევროპის ადმიანია უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტის შემდეგ რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ საქმის ხელმეორედ მოსმენის ჩატარების  დადგენილება მიიღო.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს გადაწყვტილება საბოლოო გახდება, ნავალნი მომდევნო წელში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.  

 



მსგავსი ინფორმაციები