ამერიკელი პროკურორები ტრამპის გასამართლებას აპირებენ

ისინი სარჩელის აღძვრისათვის ემზადებიან

751032
ამერიკელი პროკურორები ტრამპის გასამართლებას აპირებენ

აშშ-ს პოპულარულ გაზეთ  The Washington Post-ის მიხედვით, ვაშინგტონისა და მარილანდის პროვინციების მთავარი პროკურორები, კარლ რასინე და ბრაინ ფროში პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას აპირებენ.

პროკურორები ტრამპს, პირადული და საზოგადოებრივი ინტერესების განუსხვავებლობაში,  უცხო ქვეყნების მთავრობებისგან ფულის აღებაში და ანტიკორუფციული კანონებისა და დებულებების  დარღვევაში სდებენ ბრალს.

პირველი კონკრეტული ნაბიჯი ტრამპის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში მისი კუთვნილი სასტუმროები იქნება რა, მაგალითად კი დასახელებულია თეთრი სახლის მახლობლად მდებარე სასტუმრო Trump International Hotel-ი, რომელიც იქვე ახლოს მდებარე სხვა სასტუმროებისგან განსხვავებით პრივილეგიებით სარგებლობს და არღვევს კონკურენტიანობის პრინციპებს.

გარდა ამისა, პროკურორები მიიჩნევენ, რომ უცხო ქვეყნის მთავრობები ისეთ წამახალისებელ ატმოსფეროს ჰქმნიან, რომლებიც სწორედ ტრამპის ბიზნეს ინტერესებს ემსახურებიან



მსგავსი ინფორმაციები