აშშ-ის ბიუჯეტიდან დიდი წილი პკკას

მილიარდ 769 მილიონი დოლარი იქნა გამოყოფილი სირიის წვრთნის და აღჭურვის პროგრამისთვის

744362
აშშ-ის ბიუჯეტიდან დიდი წილი პკკას

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შესახებ დოკუმენტებზე დაყრდნობით, 2018 წლის ფისკალური თავდაცვის ბიუჯეტში, საგარეო ოპერაციების 64 მილიარდი დოლარის ფონდიდან, მილიარდ 769 მილიონი დოლარი იქნა გამოყოფილი სირიის წვრთნის და აღჭურვის პროგრამისთვის.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიხედვით, ტრამპის ხელისუფლების, ერაყსა და სირიაში წვრთნის და აღჭურვის პროგრამისთვის  გამოყოფილი მილიარდ 769 მილიონი დოლარიდან, მილიარდ 269 მილიონი დოლარი მოხმარდება ერაყის წვრთნის და აღჭურვის პროგრამას, დანარჩენი 500 მილიონი დოლარი კი სირიის  წვრთნის და აღჭურვის პროგრამას.  

გარდა ამისა, სირიაში დეაშთან ბრძოლისთვის მომზადდა 25 ათასი პოლიციის ძალა და წვრთნები უტარდება კიდევ 5 ათას პოლიციელს. როგორც ირკვევა, 500 მილიონი დოლარის ბიუჯეტიდან, 393 მილიონი დოლარი გამოიყოფა იარაღის და აღჭურვილობისთვის.

პროგრამის კონტექსტში, დაჯგუფებებისთვის მიცემულ იარაღებს შორის, რომლებისთვისაც მხარდაჭერაა გამოჩენილი არის სარაკეტო და ანტისარაკეტო სახის მძიმე იარაღებიც.

ხსენებულ იარაღებს შორის არის 12 ათასი კალაშნიკოვი, 6 ათასი ავტომატი, 3 ათასი ამერიკული წარმოების RPG-7-ს, AT-4, რუსული წარმოების SPG-9 ტანკსაწინააღმდეგოს, სხვადასხვა კალიბრის 235 ნაღმტყორცნის, 100 სნაიპერის, 450 ცალი PV-7 ტიპის ღამის ხედვის ბინოკლის და 150 ინფრაწითელი ლაზერის მანათობელი ბინოკლის მსგავსი იარაღები. ჯგუფებს შორის, რომელთაც ხსენებული იარაღები უნდა მიეცეთ ძირითადად არიან ტერ-ორგანიზაცია PKK-სირიის გაგრძელება PYD/YPG-ს ლიდერობით სირიის დემოკრატიული ძალები (SDG). იარაღით ისარგებლებენ ის მცირე რიცხოვანი დეაშის მოწინააღმდეგე არაბული ძალებიც, რომლებსაც მხარს უჭერს აშშ-ი, სირიის სხვადასხვა რეგიონებში.

ინფორმაციით თუ არ მოხდება ხსენებული იარაღების შესყიდვა, აშშ-ის დეაშთან ბრძოლა მარცხით დასრულდება და ნდობას დაკარგავს  სირიის პარტნიორობის ძალა. მაშინ როცა პენტაგონს არ სურს საკითხთან დაკავშირებით განცხადების გავრცელება, ბიუჯეტის დამტკიცება მოსალოდნელია კონგრესზე, მიმდინარე წლის ოქტომბერში.


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ი , #ფისკალური , #ბიუჯეტი

მსგავსი ინფორმაციები