პუტინი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა

პუტინი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა და სირიის საკითხზე ისაუბრა

744058
პუტინი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა

რუსეთის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც სირიის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა: „თურქეთთან საკვანძო საკითხებზე შეთანხმება რომ არ ყოფილიყო, სირიაში ვერც ცეცხლის შეწყვეტა მიიღწეოდა და ვერც უკონფლიქტო ზონების შეთანხმება.“

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ტერორგანიზაცია PYD/PKK საკითხზე თურქეთის შეშფოთება იციან და ამ საკითხზე ყურადღებას აქცევენ კონსტრუქციული მუშაობის წარმოებას.

მისივე თქმით, სირიის გაყოფის შესაძლებლობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ, უკონფლიქტო ზონების შექმნის გამოც ღელავენ და ეს ზონები მომავალში სირიის გაყოფის მისაბაძი მოდელი არ უდნა იყოს და დაამატა: „პირიქით, ეს რეგიონები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და მომავალში პოლიტიკური დიალოგისთვის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს.“  


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #სირია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები