საფრანგეთში სახლში სიკვდილი აიკრძალა

საფრანგეთში სახლში სიკვდილი აიკრძალა

735141
საფრანგეთში სახლში სიკვდილი აიკრძალა

საფრანგეთში ლაიგნევილლეს მუნიციპალიტეტმა სახლში სიკვდილი აკრძალა. მუნიციპალიტეტის თავჯდომარემ კრისტოფერ დიტრიხმა ერთ-ერთ ტელევიზიაში ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება სიმბოლური, მაგრამ მნიშვნელოვანია. იგი ასევე მუნიციპალიტეტის სამედიცინო მომსახურების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 5000 კაციან მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი ექიმი ჰყავთ, რომლებიც წლის ბოლოსათვის პენსიაში გასვლას აპირებენ და მათ ადგილას ჯერ-ჯერობით არავინ მიუვლენია მთავრობას. მუნიციპალიტეტის თავჯდომარემ ასევე  განაცხადა, რომ აღნიშნული აკრძალვის წინააღმდეგ არანაირი ღონისძიება არ უნდა გატარდეს. მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ არსებულ პრობლემაზე ყურადღების მიპყრობა გახლდათ.



მსგავსი ინფორმაციები