მაკრონი მუშაობას ენერგიულად აგრძელებს

ამჯერად იგი ტუსკს შეხვდა

734622
მაკრონი მუშაობას ენერგიულად აგრძელებს

საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა მაკრონმა გაპრეზიდენტობის პირველსავე დღეებიდან აქტიური და ენერგიული პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო რა, ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების კვალდაკვალ მერკელთან შეხვედრა გამართა, ხოლო გუშინ კი ელისეის სასახლეში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიღო.

შეხვედრის დროს მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირში ამიერიდან ახალი და ამბიციური პოლიტიკის გამტარებელი გახდება.

მანვე ევროკავშირის რესტრუქტურიზაციას დაუჭირა მხარი და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხში ტუსკთან დაუყონებლივ დაიწყებენ წინა მოსამზადებელ სამუშაოებს და ამ გზით წარმატებებსაც მიაღწევენ.

ტუსკის თქმით კი,  ევროკავშირი საჭიროებს მაკრონის ენერგიას, ფანტაზიას და გამბედაობას. მაკრონს ევროკავშირში ევრო ზონის გაძლიერების, სასაზღვრო უსაფრთხოებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხებში რიგი ცვლილებების განხორციელება სურს



მსგავსი ინფორმაციები