მაკრონი გერმანიას ეწვია

მას სამხედრო ცერემონიით დახვდა მერკელი

732864
მაკრონი გერმანიას ეწვია

საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გუშინ საღამოს პირველი უცხოური ვიზიტი გერმანიაში განახორციელა და მას ანგელა მერქელი სამხედრო ცერემონიით დახვდა რა, შემდეგ მათი პირისპირი შეხვედრაც შესდგა, რის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს.

ლიდერების განცხადებით, მათ ძირითადი ყურაღება ევროკავშირის მომავალს, ლტოლვილთა საკითხს და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებას დაუთმეს.

მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის შეთანხმებები არ არის ტაბუდადებული საკითხი და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანაც შეიძლება რა, ამ მიზნით რამდენიმე თვეში გერმანიასთან ერთად რეფორმების პაკეტს მოამზადებენ და განახორციელებენ, რითაც ევროკავშირი უფრო ნაკლებ ბიუროკრატიული და სამაგიეროდ უფრო ეფექტური გახდება.  

მერქელის თქმითაც ახალი დინამიზმი უნდა შემატონ ევროკავშირს და ამ საკითხში მაკრონთან ახლოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხში კონსენსუსს მიაღწიეს



მსგავსი ინფორმაციები