მაკრონი პირველ უცხოურ ვიზიტს გერმანიაში განახორციელებს

გამგზავრებამდე იგი ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრს დანიშნავს

732356
მაკრონი პირველ უცხოურ ვიზიტს გერმანიაში განახორციელებს

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩეველმა ევროპის პოლიტიკის საკითხებში სილვიე გულარდმა განაცხადა, რომ მაკრონი პირველ უცხოურ ვიზიტს გერმანიაში დღეს განახორციელებს და ანგელა მერქელთან შეხვედრისას ევროკავშირის მომავალთან და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების საკითხებთან ერთად მრავალ აქტუალურ თემასაც განიხილავენ.  “ევროკავშირის ახლანდელი მძიმე სიტუაციიდან გამოყვანის მცდელობა ძალიან რთული დავალება იქნება“, განაცხადა გულარდმა. გერმანიაში გამგზავრებამდე მაკრონი ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრს დანიშნავს



მსგავსი ინფორმაციები