ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

727472
ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო სინჰუას ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პროვინცია ჰუნანის დაბა იუშიენში მდებარე ქვანახშირის მაღაროში პირველადი მონაცემებით, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

მაღაროში აფეთქების დროს 55 მაღაროელი იმყოფებოდა. სამაშველო ჯგუფების მიერ წარმოებული მუშაობს შედეგად ამოყვანილი 37 ადამიანი რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს რამდენიმე პიროვნება, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებლები ყვნენ აღნიშნულზე.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ამავდროულად მწყერი ჩამოწვა პროვინცია გუანგდონგში, რის შედეგადაც 172 სახლი დაინგრა.

გუშინ დილით დაწყებულმა კოკისპირულმა წვიმებმა პროვინციის დედაქალაქ გუანჯოუს სამ რეგიონში მეწყერი გამოიწვია.

დანგრეულია 172 სახლი. ადგილობრივ უფლებამოსილებს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ. სამაშველო-სამძებრო ჯგუფების მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად 7 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ქალაქში კოკისპირული წვიმების გამო წითელი განგაშია გამოცხადებული.



მსგავსი ინფორმაციები