სეულს ამჯერად პომპეო ეწვია

იგი ადგილზე გაეცნო კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ მდგომარეობას

724798
სეულს ამჯერად პომპეო ეწვია

აშშ-ს სამხრეთ კორეაში მომსახურე სამხედრო ძალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) ხელმძღვანელი მაიკ პომპეო კორეის ნახევარკუნძულზე, კონკრეტულად კი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვართან მდებარე და სამხრეთ კორეის კონტროლქვეშ მყოფ კუნძულ იენპიენგის ეწვია.

ამავე განცხადებით პომპეოს კუნძულზე ვიზიტით  შესაძლებლობა  მიეცა, კონფლიქტურ ზონაში მისვლით პირადად და ადგილზე გასცნობოდა ფხენიანიდან სეულისადმი მიმართულ მუქარებს.

ამ ვიზიტის დროს პომპეოს ამერიკელ სამხედროებთან და დიპლომატებთან ერთად სამხრეთ კორეელი სამხედროებიც ახლდნენ.

ამ ვიზიტამდე პომპეო თავის სამხრეთ კორეელ კოლეგა ლეე ბეონგსაც შეხვდა და დეტალური ინფორმაციები მიიღო უსაფრთხოების საკითხებში.

ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვაშინგტონიდან სამხრეთ კორეას ეწვივნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, პენტაგონის შეფი ჯეიმს მატტისი და ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი  



მსგავსი ინფორმაციები