ვენესუელა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან გამოდის

ვენესუელა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან გამოდის

721513
ვენესუელა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან გამოდის

ვენესუელამ განაცხადა, რომ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან, რომელშიც 35 ამერიკული ქვეყანაა გაწევრიანებული, გამოდის. ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყონებლივ მისაღებად შესაბამის სტრუქტურებს ბრძანება უკვე გასცა. მან სოციალური ქსელის მეშვეობით ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „როგორც ქვეყნის მეთაური, კონსტიტუციის ჩემთვის მინიჭებული განსაკუთრებული უფლებების ფარგლებში, შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებ, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან დაუყონებლივ გამოსასვლელად დროულად იმოქმედონ.“ მადურომ ასევე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების მხრიდან ვენესუელის წინააღმდეგ განხორციელებული შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება და ადგილობრივი მოსახლეობის ჩათვლით მსოფლიოს მოუწოდა;  მის ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდონ. აღნიშნული ორგანიზაცია 1984 წელს ჩამოყალიბდა და ვენესუელა პირველი ქვეყანაა, რომელიც მას გამოეთიშება. 35 ქვეყნიან ორგანიზაციაში წევრობიდან გამოსვლის პროცედურების შესახებ დეტალები უცნობია. ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის შტაბ-ბინა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონშია.



მსგავსი ინფორმაციები