აშშ-ი დაბრკოლება რუსულ თვითმფრინავებს

ამერიკის ორმა თვითმფრინავმა, შეფერხება შეუქმნა ორ რუსულ, TU-95 ტიპის ბომბდამშენ თვითმფრინავს.

716489
აშშ-ი დაბრკოლება რუსულ თვითმფრინავებს

ამერიკის ორმა, F-22 რაპტორის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა, ალასკის მიმდებარე ადგილზე, შეფერხება შეუქმნა ორ რუსულ, TU-95 ტიპის ბომბდამშენ თვითმფრინავს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ პენტაგონმა მოტივად დაასახელა, რუსული თვითმფრინავების, ალასკის რეგიონში მდებარე ამერიკულ საჰაერო სივრცესთან მიახლოება.

პენტაგონის, წყნარი ოკეანის სამხედრო ძალების მრჩეველის გარი როსის განცხადებით, ინციდენტი მოხდა ორშაბათს, ალასკის, კოდიაკის კუნძულის 160 კმ.-ის მოშორებით. არ მომხდარა თვითმფრინავიდან არავითარი რადიო კონტაქტი.

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობის განცხადებით, რომელიც ახლოს აკვირდება ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეს, ყოველთვის მზად არიან საჰაერო ჰეგემონობის უსაფრთხოების დაცვისთვის.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა 2015 წლის ივლისში, კალიფორნიის სივრცეებშიც მოახდინა ამერიკის საჰაერო სივრცესთან მიახლოებული რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის დაბრკოლების შექმნა.



მსგავსი ინფორმაციები