მორიგი ტრაგედია ხმელთაშუა ზღვაში

მორიგი ტრაგედია ხმელთაშუა ზღვაში

712534
მორიგი ტრაგედია ხმელთაშუა ზღვაში

გასაბერი ნავით ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში შესვლის მსურველი მიგრანტების ნავი ლიბიის სანაპიროზე ჩაიძირა, რის შედეგადაც 97 ადამიანი დაიღუპა.  ლიბიის სანაპიროს დაცვის სამსახურმა ქალაქ ტრიპოლის მახლობლად ზღვაში ჩაძირული ნავი შეამჩნიეს, რის შემდეგაც ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ ნავს აფრიკული ქვეყნების 120 მიგრანტი გადაჰყავდა რა, მათგან მხოლოდ 23-ის გადარჩენა შესძლეს. დაღუპულ მიგრანტებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან. აფრიკის ქვეყნებიდან მომავალი მიგრანტები ევროპის ქვეყნებში ძირითადად ლიბიის გავლით შედიან. ხმელთაშუა ზღვაში მსგავსი ტრაგედიები  ხშირად ხდება. მხოლოდ 2016 წელს 4500-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები