ლავროვი ტილერსონს შეხვდა

შეხვედრა დაახლოებითი ხუთი საათი გაგრძელდა

711468
ლავროვი ტილერსონს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მყოფ ამერიკელ კოლეგა რექს ტილერსონთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

რუსმა მინისტრმა განაცხადა რომ სირიის ქალაქ იდლიბში 4 აპრილს მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამოძიების საკითხზე აშშ-თან შეთანხმდნენ.

ლავროვის თქმით ორივე ქვეყანამ სირიის პრობლემის მოგვარების საკითხზე თანამშრომლების გაგრძელების გადაწყვეტილებაც მიიღეს და ამის პოლიტიკური გზებით მოგვარების თემაზეც ერთნაირი მოსაზრება აქვთ. 

ტილერსონმა კი სირიის რეჟიმი ისევ გააკრიტიკა.

ტილერსონმა დასძინა რომ რეჟიმმა ქვეყნის 50 წერტილში ქლორის ბომბი და სხვადასხვა ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ლავროვმა და ტილერსონმა დაახლოებით 5 საათიანი შეხვედრა გამართეს.

შემდეგ კი ტილერსონი კრემლში ვლადიმერ პუტინმა მიიღო.

მოსკოვმა და ვაშინგტონმა სირიაში "ფრენების უსაფრთხოების მემორანდუმი" გააფორმეს.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები