პოლიციამ მოპროტესტეებს ცეცხლი გაუხსნა

დაიღუპა 8 ადამიანი

709687
პოლიციამ მოპროტესტეებს ცეცხლი გაუხსნა

ინდოეთიდან მიღებული ცნობებით, ქვეყნის უშიშროების ძალებმა ჯამუ-ქაშმირის რეგიონში ცეცხლი გაუხსნეს ხალხს, რომლებიც  შუალედურ არჩევნებს აპროტესტებდნენ და შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა. ამან დიდი არეულობა გამოიწვია, რის გამოც რეგიონის სკოლები და სამუშაო ცენტრები დაიხურა.

ინდოეთის არმიის პრეს წარმომადგენლის, პოლკოვნიკ რაჯე კალიას განცხადებით, ინდოელმა ჯარისკაცებმა ამავე რეგიონში პაკისტანიდან გადმოსული 4 მეამბოხის ლიკვიდირება შესძლეს.

1947 წლიდან ინგლისისგან დამოუკიდებლობა მოპოვებულ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის გამო ხშირად ხდება კონფლიქტები და ძალადობები, რასაც დღემდის მთლიანობაში 70 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

1989 წლის აქეთ ჯამუ ქაშმირის მეამბოხეები ან დამოუკიდებლობას, ანდა პაკისტანთან მიერთებას ცდილობენ რა, ამ მიზნით ხშირად აწყობენ მასობრივ გამოსვლებსაც



მსგავსი ინფორმაციები