ტრამპმა იდლიბში მომხდარი შესახებ განცხადება გააკეთა

ტრამპმა იდლიბში მომხდარი შესახებ განცხადება გააკეთა

706956
ტრამპმა  იდლიბში მომხდარი შესახებ განცხადება გააკეთა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის ქალაქ იდლიბში ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ხედვა ასადის რეჟიმის მიმართ შეიცვალა. „იდლიბში ქიმიური იარაღით განხორციელებულმა თავდასხმამ ყველა ზღვარს გადააჭარბა. მსოფლიო ერთგვარი ნანგრევებია და მე ეს ნანგრევები ჩავიბარე. მსგავსი ქმედება ყველასათვის მიუღებელია, ამიტომ შესაბამისი მოქმედების დრო მოვიდა,“ განაცხადა ტრამპმა. მან ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. იორდანიის მეფემ კი სირიის კრიზისი საერთაშირისო დიპლომატიურ კრახად შეაფასა. იდლიბის ფაქტს აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაერო შესაბამის ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ თვით ამერიკა იმოქმედებს საჭიროებისამებრ.



მსგავსი ინფორმაციები