ჰეილიმ ესადის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა

“სირიელებს უკვე აღარ უნდათ ბეშარ ესადი“

705086
ჰეილიმ ესადის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა

როგორც განაცხადა აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ, რომელიც ამავე დროს აპრილის თვეში გაეროს უშიშროების საბჭოს როტაციულ თავჯდომარესაც წარმოადგენს, სირიელებს უკვე აღარ უნდათ ბეშარ ესადი და ამიტომ არც მის მონაწილეობას უჭერენ მხარს მომავალ არჩევნებში. “ჩვენ რაიმე სიყვარულით არ ვართ დაკავშირებული ესადთან, რის შესახებაც დაუფარავად და ღიად განვაცხადეთ. ამჟამად თვით ესადი წარმოადგენს მთავარ წინაღობას მშვიდობის გზაზე და იგი ომის დამნაშავედაც ითვლება. ძალიან დიდი ტრაგედიაა ის, რაც მან საკუთარ ხალხს დამართა“, აღნიშნა ჰეილიმ და ესადისადმი მხარდაჭერის გამო რუსეთიც გააკრიტიკა



მსგავსი ინფორმაციები