მისტურა მოსკოვს ეწვია

აქედან იგი ხვალ ანკარაში გადავა

696883
მისტურა მოსკოვს ეწვია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახური იტყობინება, რომ ამ უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში ვიზიტით მყოფი გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში, სტეფან დე მისტურა მიიღო რა, განიხილეს 23 მარტისათვის ჟენევაში დაგეგმილი სირიის მე-5 სამშვიდობო პროცესის დაწყების წინ ამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ამიტომაც ლავროვმა მეტად დიდი მნიშვნელობა მისცა ამ შეხვედრას. “ჩვენი აზრით, ოთხ მთავარ საკითხში, პოლიტიკური ტრანსფორმაციის, მმართველობის, კონსტიტუციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, აუცილებლად მხარში უნდა ამოვუდგეთ გაეროს და ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მას“, განაცხადა ლავროვმა. მისტურას თქმით კი  მართალია მოლაპარაკებებში ზოგიერთი წინსვლა არსებობს, მაგრამ, ეს წინსვლა პოლიტიკურ სივრცეშიც უნდა აისახოს და ამ მიზნით ეწვია იგი მოსკოვს, საიდანაც იგი სირიის საკითხებში კიდევ ერთ პარტნიორს, თურქეთს ეწვევა და იქ გააგრძელებს მოლაპარაკებებს. მისტურა ანკარას ხვალ ეწვევა



მსგავსი ინფორმაციები