ბრუნო ლე რუმი თანამდებობიდან გადადგა

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მატიას ფეკლი იქნა დანიშნული

696380
ბრუნო ლე რუმი თანამდებობიდან გადადგა

თავისი გოგოების თანაშემწეებად დამნიშვნელმა და მის მიმართ აღძრული წინასწარი გამოძიების გამო საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი  ბრუნო ლე რუმი თანამდებობიდან გადადგა. ლე რუმიმ პარიზში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ბერნარ კაზნიოვისთან ერთად, პრეზიდენტ ჰოლანდთან შეხვედრა გამართა და   გადადგომის შესახებ განცხადება  წარუდგინა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ელისეის სასახლიდანაც გაკეთდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ბრუნო ლე რუმის მიმართ სასამართლოში შეტანილი სარჩელის ობიექტურად გამოძიებისათვის და სიმართლის დასადგენად, მის მიერ გადადგომის განცხადება ჩვენთან უკვე შემოვიდა.“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლე რუმის თანამდებობაზე  მატიას ფეკლი იქნა დანიშნული.



მსგავსი ინფორმაციები