მეთვალყურეობა აშშ-ის აეროპორტში

კენედის სახელობის აეროპორტში, დაკავებულ იქნა, მუსლიმანი წარმომავლობის ამერიკელი პენსიონერი

695628
მეთვალყურეობა აშშ-ის აეროპორტში

აშშ-ში, ნიუ-ორკის კენედის სახელობის აეროპორტში, დაკავებულ იქნა, მუსლიმანი წარმომავლობის ამერიკელი პენსიონერი, ყოფილი პოლიციის უფროსი  ჰასან ადენი.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, მოგზაურობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების ფედერალური მოსამართლეების მხრიდან შეჩერების მიუხედავად, გრძელდება აშშ-ის საბაჟოს და საზღვრის დაცვის პერსონალების მხრიდან მუსლიმანების მეთვალყურეობაში აყვანა. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის, ქალაქ გრენვილის ყოფილი პოლიციის უფროსი ადენი, კენედის აეროპორტში, საათნახევრის განმავლობაში დაკავების შემდეგ, განთავისუფლდა.

მან, Facebook-ში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მეთვალყურეობაში აიყვანეს 13 მარტს, დედამისის 80 წლისთავის აღსანიშნავად  საფრანგეთის დედაქალაქ პარიზიდან დაბრუნების დროს. არ მისცეს ნება მობილური ტელეფონითაც კი დაკავშირებოდა ოჯახს და მეუღლეს.

ადენის განცხადებით,  ერთ დროს ყველაზე ძლიერი აშშ-ის სახელმწიფოს მომავალს, უკვე ეჭვით უყურებს. დაკავებისას, შეეზღუდა თავისუფლება. უკვე აღარ აქვს იმედი, რომ მომავალში აღარ განმეორდება მსგავსი რამ. სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ გასვლის დროს მსგავსი რამ თავს არ გადახდება მის ოჯახს.


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ი , #აეროპორტი , #მეთვალყურეობა

მსგავსი ინფორმაციები