აშშ-ში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისევ აპროტესტებენ

აშშ-ში დონალდ ტრამპის მიერ 6 ქვეყნის წინააღმდეგ, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობაც მუსლიმია, დაწესებულ 3 თვიან სავიზო შეზღუდვას აპროტესტებენ.

693413
აშშ-ში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისევ აპროტესტებენ
abd kararname protesto.jpg

აშშ-ში დონალდ ტრამპის მიერ 6 ქვეყნის წინააღმდეგ, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობაც მუსლიმია, დაწესებულ 3 თვიან სავიზო შეზღუდვას აპროტესტებენ.

ნიუ-იორკში მორწმუნეთა ჯგუფებმა გადაწყვეტილების წინააღმდეგ „წინააღმდეგობის კვირა“ დაიწყეს, ვაშინგტონის მოედანზე შეიკრიბნენ და მოქალაქეობისა და მიგრაციის მომსახურების ბიურომდე მსვლელობა მოაწყვეს.

დემონსტრაციაში მონაწილეებმა ტრამპისა და მისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო სლოგანებით აღნიშნული ბიუროს წია საგზაო მოძრაობა გადაკეტეს და „სამოქალაქო დაუმოჩილებლობის აქცია“ ჩაატარეს.  

ჯგუფი პოლიციამ დაშალა, 25 ადამიანი კი დააკავა.

ქალაქ ჩიკაგოში კი „არაბულ ამერიკული მოძრაობის“  სახელწოდების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე გამოტანილი იქნა პანკარტები წარწერით „არა ფაშისტურ აშშ-ს“, „დემოკრატია ყველასათვის“ და სხვა.

დემონსტრაცია, რომლის დროსაც პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გატარა, ექსცესების გარეშე დასრულდა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #დონალდ ტრამპი , #პროტესტი

მსგავსი ინფორმაციები