ჟენევაში სირიის საკითხზე მოლაპარაკებები იმართება

გაეროს სირიის სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა ოპოზიციისა და რეჟიმის დელეგაციებს ცალ-ცალკე შეხვდა

683784
ჟენევაში სირიის საკითხზე მოლაპარაკებები იმართება

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე სირიის მოლაპარაკებების მეოთხე ტურზე ოპოზიციამ, აშშ-ისა და რუსეთის თაოსნობით საერთაშორისო საზოგადოებას პოლიტიკური გარდამავალი პროცესის დასაჩქარებლად უფრო მეტი მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

გაეროს სირიის სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა ოპოზიციისა და რეჟიმის დელეგაციებს ცალ-ცალკე შეხვდა.

შეხვედრების შემდეგ ოპოზიციის სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე ნასირ ელ ჰარირიმ განაცხადა რომ მისტურასთან პოლიტიკური გარდამავალი პერიოდი დეტალურად განიხილეს და დაამატა: „ჩვენი მიზანი უსაფრთხო და სტაბილური სირიაა. თანამედროვე სირიისათვის მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ.“

ჰარირიმ მოლაპარაკებები „კონსტრუქციულად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მისტურასთან კიდევ ერთხელ გამართვას შეხვედრას.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ გაეროსთან ვერ გაგრძელდება და საჭიროა საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს მასში.

ჰარირიმ ასევე განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებისგან პროცესში დადებითი როლის შესრულებას ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ რუსეთიც ასევე მოიქცევა.  

ტერორგანიზაცია DEAŞ-ისგან ანტიკური ქალაქის პალმირას გათავისუფლების გამო ასადის რეჟიმისათვის მილოცვა არ მილოცვის საკითხზე დასმულ კითხვაზე ჰარირიმ აღნიშნა: „ამას თუ გავაკეთებთ, მომავალში პალმირას DEAŞ-ი თუ ისევ აიღებს, იძულებული ვიქნებით მასაც მივულოცოთ. ორივე ტერორისტია. ასადის პალმირას თამაშს თუ ყურადღებას მივაქცევთ, ეს იმის მსგავსი იქნება ტომი და ჯერის რომ ვუყუროთ.“

რეჟიმის დელეგაციის თავმჯდომარემ ბაშარ ჯაფერიმ, რომელიც მისტურას შეხვდა, მთავრობისა და ოპოზიციის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების შესაძლებლობაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის გაერთიანების შემდეგ ასეთი შესაძლებლობა შეიძლება წარმოიქმნას.  

ჯაფერიმ აღნიშნა, რომ მისტურასთან შეხვედრაზე პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის მართვის, ახალი კონსტიტუციისა და არჩევნების, ასევე ტერორიზმის საკითხის ერთდროულად განხილვა სურთ.

ამავდროულად დაჟინებული კითხვები მიუხედავად ჯაფერიმ ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულთა რაოდენობის შესახებ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა და დასძინა, რომ მონაცემები ხელთ არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ზედამხედველობით ჟენევა-4-ის მოლაპარაკებები 23 თებერვალს დაიწყო. ამ ტურის შემდეგ კი 14 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იგეგმება მოლაპარკებების დაწყება.



მსგავსი ინფორმაციები