ანტიტერორისტული ოპერაცია ბელგიაში

ოპერაციის შედეგად 11 ადამიანი დაიჭირეს

668748
ანტიტერორისტული ოპერაცია ბელგიაში

ბელგიაში DEAŞ-ის წინააღმდეგ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 11 ადამიანი დაიჭირეს. ბელგიის ფედერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად დაჭერები დედაქალაქ ბრიუსელის სხვადასხვა უბნებში მოხდა. ოპერაციების შედეგად ასევე ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი ნივთიერებები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ოპერაციას გასულ წელს, პარიზში მომხდარ ტერაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს და სირიიდან დაბრუნებული უცხოელი მებრძოლების მიმართ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში მოხდა მათი დაჭერა. ბელგიაში გასული წლის 22 მარტს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.



მსგავსი ინფორმაციები