აშშ-ი გრძელდება გადაწყვეტილების მიმართ რეაქციები

ტრამპის გადაწყვეტილება კვლავ დღის აქტუალურ და საკამათო საკითხად ითვლება

662534
აშშ-ი გრძელდება გადაწყვეტილების მიმართ რეაქციები

გრძელდება, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმოწერილი, ლტოლვილების მიმართვის 120 დღით შეჩერების და 7 ქვეყნის მოქალაქეების 90 დღით ამ სახელმწიფოში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილებების,  დღის აქტუალურ და საკამათო საკითხად გადაქცევა.

მოხალისე ადვოკატებმა, გადაწყვეტილებას უსამართლო და უკანონო უწოდეს რა, მუსლიმანი მომთაბარეების უფლებების დასაცავად მორიგეობა დაიწყეს აეროპორტებში. მაშინ, როცა შეფერხება შეექმნა 872 პიროვნების აშშ-ი შესვლას, ტრამპი განაგრძობს თავის პრინციპობას და რეაქციების მიუხედავად, წერილობითი განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღინიშნა, რომ ხსენებული აკრძალვა არ არის გათვალისწინებული მუსლიმანებისთვის.

ამანაც არ შეუქმნა შეფერხება თავის პარტიის წარმომადგენლების კრიტიკასაც კი.  

რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსეი გრაჰამმა დაიცვეს იდეა, რომ ხსენებული გადაწყვეტილებებით, ქვეყნის უსაფრთხოება არ გაუმჯობესდება, იგი, გაადვილებს ტერ-ორგანიზაციების წევრების მოძიებას.

ტრამპის წერილობითი აკრძალვის გადაწყვეტილებას, რეაქციით უპასუხეს 16 შტატის გენერალურმა პროკურორებმაც.  
 ერთობლივ დაგმობის ტექსტში აღინიშნა:-შევეცდებით ამ ქაოსური მდგომარეობიდან შეძლებისდაგვარად, მცირე ადამიანის დაზიანებით გამოსვლას.  
აშშ-ის ერთ-ერთ ურყევ პრინციპად ითვლება რელიგიის თავისუფლება და ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ გამოცვლის მას.

საყურადღებოა, რომ ტექსტმა იმ რეგიონების მხარდაჭერაც მოიპოვა, საიდანაც ყველაზე მეტი ხმები მიიღო ტრამპმა. ტრამპის გადაწყვეტილებას რეაქციით შეხვდა  ბარაკ ობამაც და აღნიშნა, რომ საფრთხის წინაშეა ამერიკის ღირებულებები.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სალლი იატესმა მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს არ დაიცვას ხსენებული გადაწყვეტილება.

ამ მოვლენის შემდეგ კი, თეთრი სახლის სოციალური ქსელის twitter-ის საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  თანამდებობიდან განთავისუფლდა სალლი იატესი და მის მაგივრად დაინიშნა  დანა ბოენტე.

ამავდროულად, გადაწყვეტილება გაკრიტიკებულ იქნა აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოყენებული ქსელის საშუალებითაც.



მსგავსი ინფორმაციები