პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება
ეს ფაქტი კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხვალ სატელეფონო საუბარს გამართავენ. ეს ფაქტი კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა. ტრამპის გამარჯვების და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ ეს იქნება პუტინთან გასამართი პირველი სატელეფონო საუბარი. მეორეს მხრივ ადრე ტრამპმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იგი ახლო მომავალში პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავდა. „არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პუტინმა დამირეკა, მას შემდეგ არანაირი საუბარი არ გვქონია, ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მასთან საუბრის საშუალება მექნება,“ განაცხადა ინტერვიუს დროს ტრამპმა.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს