აფეთქება თბოელექტროსადგურში

დაიღუპა სულ ცოტა 1 კაცი

659873
აფეთქება თბოელექტროსადგურში

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ქალაქ პენზაში მოქმედ თბოელექტროსადგურში მომხდარ აფეთქებას სულ ცოტა 1 კაცი ემსხვერპლა და აფეთქება გამოიწვია შედუღების დროს გაზების ნარევების ერთმანეთში არევამ.

აფეთქება იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ თბოელექტროსადგურის სახურავი 600 კვ მეტრის ფართობზე დაცემულა.

ამავე ცნობით ნანგრევების კვლევა დაიწყო და მის პარალელურად აფეთქების მიზეზებსაც უფრო დეტალურად გაეცნობიან.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ცნობით კი სადგურში 5 ტურბინა მოქმედებს და აფეთქება წარმოიშვა სახურავის მათზე ჩამოქცევის შედეგად, ხოლო დეტალებს კი დაწყებული ძიება გამოავლენს



მსგავსი ინფორმაციები