ტრამპი ინდოეთს უახლოვდება

მან ინდოეთის პრემიერი ვაშინგტონში მიიწვია

658806
ტრამპი ინდოეთს უახლოვდება

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი ტელეფონით დაუკავშირდა ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის და განიხილეს როგორც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიზნით  პარტნიორობის გაფართოების, ასევე თავდაცვისა თუ სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

ამავე განცხადებით ტრამპმა ვაშინგტონში მიიწვია მოდი და ეს ვიზიტი სავარაუდოდ მიმდინარე წელს შესდგება. ტრამპი ინდოეთს როგორც ნამდვილი მეგობარს და პარტნიორს, ისე უყურებს გლობალური პრობლემების მოგვარებაში და ამიტომ, საარჩევნო პერიოდშიც პრო ინდურ განცხადებებს ავრცელებდა, როცა მის საწინააღმდეგოდ ანტი ჩინურ პოზიციას ამჟღავნებდა.  

ტრამპი ინდოეთის პრემიერის მხრიდან შესაბამისი რეფორმების განხორციელებას და მის კვალდაკვალ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ყოველთვის დადებითად აფასებდა.

ნოემბრის არჩევნებში ტრამპს გამარჯვება კი ერთ ერთმა პირველმა სწორედ მოდიმ მიულოცა



მსგავსი ინფორმაციები