საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაცი, კრიტიკა

საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის (EU) ქვეყნებში, ტერორიზმის წინააღმდეგ დისკრიმინაციული და არაპროპორციული ზომების მიღებაზე

653849
საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაცი, კრიტიკა

საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის (EU) ქვეყნებში, ტერორიზმის წინააღმდეგ დისკრიმინაციული და არაპროპორციული ზომების მიღებაზე.  

საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაციის მხრიდან გავრცელებულ საანგარიშო მოხსენებაში, მკაცრად იქნა გაკრიტიკებული ევროკავშირის მასშტაბით, ანტი-ტერორიზმის ბრძოლის მეთოდები.  საშიში და არაპროპორციული ეწოდა ევროკავშირის სახელმწიფოებში უსაფრთხოების პოლიტიკას. აღინიშნა, რომ 2016 წელში, საფრანგეთსა და გერმანიაში მომხდარი ტერ-აქტების შემდეგ, სასწრაფოდ მიღებული ზომები ატარებს დისკრიმინაციულ და არაპროპორციულ ხასიათს. აღინიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მიღებული ზომები ზიანს აყენებს ძირითად თავისუფლებებს.

გაკრიტიკებულ იქნა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და აღინიშნა, რომ ასეთ მდგომარეობაში დღის წესრიგში ჩადგა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, სახლებში ჩხრეკა და აქციების აკრძალვა.

მოხსენების მიხედვით, სახელმწიფოები წავიდნენ თვითნებური იდეის შესრულებაზე, რომლის მიზანშიც იყო კონტრტერორისტული კანონები, ადამიანის უფლებების დამცველები და ამის მაგალითად დასახელდა საფრანგეთის ქალაქ პარიზში, გარემოს კონფერენციაზე, გაეროს, ეკოლოგი ბოევიკებისთვის შიდა პატიმრობის მისჯა.

მსგავს მაგალითად დასახელდა საფრანგეთის სასამართლოების, 2015 წელში, 385 ადამიანის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა „ტერორის ქების“ ბრალდებით.

ორგანიზაციამ ნოემბერში გამოქვეყნებულ მოხსენებაში, მკაცრად დაგმო ევროკავშირის ლტოლვილთა პოლიტიკა და აღინიშნა, რომ იგი, მიგრანტების დაცვის მაგივრად, მიზნად ისახავს საემიგრაციო კონტროლს.



მსგავსი ინფორმაციები