აშშ-ს PYD-ს მიმართ პოზიციაში სკანდალური აღიარებები გრძელდება

აშშ-ს, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD-ს მიმართ პოზიციაში სკანდალური აღიარებები გრძელდება

649052
აშშ-ს PYD-ს მიმართ პოზიციაში სკანდალური აღიარებები გრძელდება

აშშ-ს, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD-ს მიმართ პოზიციაში სკანდალური აღიარებები გრძელდება. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სირიაში გრძელვადიანი პოლიტიკური გამოსავლის მოძებნის მცდელობებში ტერორგანიზაცია PKK-ს ამ ქვეყანაში არსებული განშტოება PYD-ც უნდა იჯდეს მაგიდასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარკ ტონერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი აზრით, სირიის ომის დასასრულებლად გაეროს ლიდერობით პრობლემის მოგვარების მცდელობებს “ერთი მოგვარების“ გზა აქვს და დაამატა: „სამშვიდობო მოლაპარაკებებში ვინ მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისმა ჯგუფებმა და სირიის ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.“

კითხვაზე „შეიძლება თუ არა მაგიდასთან ადგილი PYD-მ დაიკავოს?“ ტონერმა აღნიშნა: „ჩვენის აზრით ამ წერტილში ისინიც ამ პროცესის ნაწილი უნდა იყვნენ. PYD არის ჯგუფი, რომელსაც ამ არენაზე წარმომადგენლობა აქვს. სირიაში გრძელ ვადიანი გამოსავლის მოძებნის მცდელობებში საჭიროა მათაც თავიანთი ხმა ჰქონდეთ.“

მარკ ტონერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის ქვეყანას ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD-ს შეიარაღებული ფრთის YPG-სთვის იარაღი არ მიუცია.

ამ სიტყვების შემდეგ მას შეახსენეს ამერიკის თავდაცვის მინისტრის ეშტონ კარტერის მიერ სენატში წარმოთქმული სიტყვა, სადაც აღიარა, რომ პენტაგონმა PYD-ს იარაღი მიაწოდა.

ტონერმა კი კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იარაღი PYD-სთვის არ გადაცემულა. ხოლო შეკითხვაზე „თუ PYD PKK  არ არის მაშინ მათ იარაღს რატომ არ აძლევენ?“ თავი შეიკავა დაზუსტებული პასუხის გაცემისაგან.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #PYD , #პკკ , #იარაღი

მსგავსი ინფორმაციები