აფეთქება ყანდაჰარაში

დაიღუპა 11, დაიჭრა 15 კაცი

648798
აფეთქება ყანდაჰარაში

ქაბულიდან მიღებული ცნობებით, ყანდაჰარის გუბერნიის კუთვნილ სასტუმროში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 კაცი დაიღუპა, 15 დაიჭრა და ამ უკანასკნელებს შორის ყანდაჰარის გუბერნატორი ჰუმაიუნ აზიზიზი, მისი მოადგილე და გაერთიანებული არაბული ემირატების ელჩი ქაბულში ჯუმა მუჰამმედ აბდულლაჰ ელ ქაბიც არიან რა, აფეთქება სწორედ მათი ხსენებულ სასტუმროში შეკრების დროს განხორციელებულა.

ყანდაარის პოლიციის შეფის, გენერალ აბდულ რაზზაკის განცხადებით, ბომბი მაგიდის ქვეშ ყოფილა ჩამონტაჟებული და იგი შორიდან სამართავი პულტით განუხორციელებიათ რა, ამ აფეთქების შემდეგ სასტუმრო მთლიანად გადამწვარა.

მისივე თქმით დაჭრილი გუბერნატორის და მისი მოადგილის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, თუმცა, მას დაჭრილი უცხოელი დიპლომატების მდგომარეობის შესახებ არაფერი უთქვია.

თალიბანის განცხადებით, მათ არავითარი კავშირი არ აქვთ ამ აფეთქებასთან.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ ქაბულში გუშინ ზედიზედ მომხდარ ორ აფეთქებას 30 კაცი ემსხვერპლა, 70 დაიჭრა და მასზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავღანეთში მომხდარი ეს აფეთქებები გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მკაცრად დაგმო   



მსგავსი ინფორმაციები