ფილიპინებში ერთ კვირაში მეორე აფეთქება მოხდა

მოყვარულ მოკრივეთა მატჩის დროს ბომბის აფეთქების შედეგად მინიმუმ 33 ადამიანი დაშავდა

640069
ფილიპინებში ერთ კვირაში მეორე აფეთქება მოხდა

ფილიპინებში ერთ კვირაში მეორე აფეთქება მოხდა.

მოყვარულ მოკრივეთა მატჩის დროს ბომბის აფეთქების შედეგად მინიმუმ 33 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმა ქალაქ ლეიტეში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ბომბი მობილური ტელეფონით დისტანციურად იქნა აფეთქებული.

თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.

შობის დღეს ერთ-ერთი ეკლესიის წინ ხელყუმბარით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მომხდარმა აფეთქებამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.

პოლიცია აცხადებს, რომ ამ ორ თავდასხმას შორის კავშირ არ არსებობს.


საკვანძო სიტყვები: #ფილიპინები , #აფეთქება

მსგავსი ინფორმაციები