ობამა-აბეს ისტორიული შეხვედრა

იაპონელმა პრემიერმა აბემ გამოთქვა მოწოდება პეარლ ჰარბორი თაობებს დაახსომდეთ, როგორც „შერიგების სიმბოლო“

639316
ობამა-აბეს ისტორიული შეხვედრა
abe-obama pearl harbor.JPG

ობამა-აბეს ისტორიული შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და იაპონიის პრემიერ შინზო აბეს შორის შეხვედრა გაიმართა პორტში, სადაც 75 წლის წინ, 1941 წლის 7 დეკემბერს, იაპონიის სამხედრო თვითმფრინავების მხრიდან, ამერიკული სამხედრო ფლოტის პერლ ჰარბორის დარბევა მოხდა.   

ამ ისტორიულ შეხვედრაზე, ლიდერებმა ყვავილების გვირგვინით შეამკეს თავდასხმის დროს დაღუპულთა არიზონას მემორიალი,  შემდეგ კი, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ობამამ აღნიშნა, რომ ორმა სახელმწიფომ აირჩია სამშვიდობო ალიანსის დამყარება და მიაღწიეს კიდეც წარმატებას. მან ყურადღება გაამახვილა აზია-წყნარ ოკეანეში, ვაშინგტონ-ტოკიოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დაამატა, რომ აქამდე არასდროს არ ჰქონიათ ასეთი ძლიერი ალიანსი იაპონიასთან.

იაპონელმა პრემიერმა აბემ კი, გამოთქვა მოწოდება პეარლ ჰარბორი თაობებს დაახსომდეთ, როგორც „შერიგების სიმბოლო“. ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ-ს და იაპონიას შორის არსებობს ღრმა თანამშრომლობა. 1941 წელში ამერიკული საზღვაო ფლოტზე თავდასხმის დროს დაიღუპა 2.400 ამერიკელი სამხედრო. სწორედ ეს მსხვერპლი გახდა აშშ-ის, მეორე მსოფლიო ომში ჩართვის მიზეზი და ომის ბედის შეცვლა.

1945 წელს, აშშ-ის ხიროსიმასა და ნაგასაკაში ჩამოგდებული ატომური ბომბების შედეგად დაიღუპა 200 ათასი ადამიანი, რომელთა უმეტესობას სამოქალაქოები წარმოადგენდნენ.

დიდი დანაკარგის შემდეგ, იაპონიამ გაიზიარა დამარცხება და ჩამოშორდა ომს.  

 ობამამ მაისში ისტორიული ვიზიტი განახორციელა ხიროსიმაში და იგი გახდა ის პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ეწვია ხიროსიმას.  შინზო აბეს პერლ ჰარბორის ვიზიტი არის ობამას ვიზიტის საპასუხო. აბეს განცხადებაში კი, ნათქვამი იყო, რომ ვიზიტი არ ისახავს მიზნად მობოდიშებას, ეს არის დაღუპულების მოსახსენიებელი ვიზიტი.



მსგავსი ინფორმაციები