ტრამპმა გაერო გააკრიტიკა

დონალდ ტრამპმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში გაერო გააკრიტიკა

638856
ტრამპმა გაერო გააკრიტიკა

აშშ-ში 8 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში გაერო გააკრიტიკა.

„გაერო, მიუხედავად იმისა რომ დიდი პოტენციალი აქვს, ამჟამად მხოლოდ ადამიანების ერთად შეკრებისა და დროის კარგად გატარების კლუბია, სამწუხაროა.“- ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

საყურადღებოა, რომ მან ეს განცხადება გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე არალეგალური დასახლებების აშენების შეჩერების მოთხოვნის გადაწყვტილების მიღების შემდეგ გააკეთა.

დონალდ ტრამპმა მანამდე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ისრაელის გადაწყვეტილებისთვის ვეტოს დადებისაკენ მოუწოდა. ამერიკის კენჭისყრაზე თავის შეკავებით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში კი ტრამპმა აღნიშნა: „რაც შეეხება გაეროს, 20 იანვრის შემდეგ საქმე სხვაგვარად იქნება.“


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #დონალდ ტრამპი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები