17 დეკემბერი ისტორიაში

17 დეკემბერი ისტორიაში

410192
17 დეკემბერი ისტორიაში

17 დეკემბერი ისტორიაში 

1830 წლის 17 დეკემბერს სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სიმონ ბოლივარი ტუბერკულოზის დაავადებით გარდაიცვალა. 1783 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში დაბადებული ბოლივარი ესპანეთში მიღებული განათლების შემდეგ ვენესუელაში დაბრუნდება და მისი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას დაიწყებს. იგი ასევე ვენესუელაში, კოლუმბიაში, ეკვადორში, პერუში, პანამაში, ბოლივიაში და ლათინურ ქვეყნებში დამოუკიდებლობის მებრძოლად არის აღიარებული. მისი ძეგლები მთელს ლათინური ამერიკის ქვეყნებში დგას. მან შესძლო დიდი კოლუმბიის სახელით ცნობილი ტერიტორიების კოლონიალიზმისგან განთავუსუფლება და 1819 წელს დიდი კოლუმბიის პრეზიდენტი გახდა.

1903 წლის 17 დეკემბერს ამერიკელმა ძმებმა რაიტებმა მათ მიერ შექმნილი აეროპლანით ჩრდილოეთ კაროლინაში პირველი ფრენა განახორციელეს. აღნიშნულმა აეროპლანმა პირველი საცდელი ფრენის დროს მხოლოდ 12 წამი იფრინა და 37 მეტრ სიმაღლეზე ავიდა. ძმებმა რაიტებმა მომდევნო წელს, ანუ 1904 წელს მისი განვითარება მოახერხეს და ამის შემდეგ აეროპლანი აეროპორტიდან ააფრინეს რა, ჰაერში აკრობატული მოქმედებების ჩატარება და ისევ აფრენის ადგილას დაბრუნებაც მოახერხეს.

1918 წლის 17 დეკემბერს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის მიერ გაფორმებული მონდროსის ზავის შემდეგ, ფრანგებმა ჩუქუროვას რეგიონის დაპყრობა დაიწყეს. ფრანგების მიერ დაპყრობილი ეს ტერიტორიები 1921 წელს ანკარაში გაფორმებული ხელშეკრულებით თურქეთს დაუბრუნეს. ამ ხელშეკრულების შემდეგ საფრანგეთმა ახლად ჩამოყალიბებული თურქეთის რესპუბლიკა აღიარა.

1941 წლის 17 დეკემბერს გერმანიის არმიამ სევასტოპოლი დაიპყრო. მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლად შეფასებული სტალინგრადის ბრძოლის დროს გერმანიამ ქალაქი სევასტოპოლი დაიპყრო. ერთ წელს გაგრძელებული სტალინგრადის ბრძოლა ბოლოს ისევ გერმანელების დამარცხებით დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინგრადისათვის ბრძოლაში მთლიანობაში 1,5 მილიონზე მეტი სამხედრო და 100 ათასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები