11 დეკემბერი ისტორიაში

11 დეკემბერი ისტორიაში

405650
11 დეკემბერი ისტორიაში

11 დეკემბერი ისტორიაში

1843 წლის 11 დეკემბერს ტუბერკულოზის და ქოლერას მიკრობის აღმომჩენი, ცნობილი გერმანელი ექიმი, რობერტ კოხი, დაიბადა. ბაქტერიოლოგიის მამად აღიარებულმა კოხმა სამედიცინო განათლება გოტინგენის უნივერსიტეტში მიიღო. მან აღმოაჩინა ბაქტერია, რომელიც ტუბერკულოზს იწვევა და რომელიც მაშინ ყოველი დაღუპული 7 ადამიანიდან ერთის გარდაცვალების მიზეზი ხდებოდა. მან 1883 წელში კვლევით ექსპედიციასთან ერთად ეგვიპტეში მუშაობა ჩაატარა ქოლერას დაავადების გამოსაკვლევად. 1900-იან წლებში კი კოხმა სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში გამოიკვლია დაავადებები. მე-19 საუკუნეში მომაკვდინებელი დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები აღმოაჩინა და 1905 წელში ნობელის პრემია მოიპოვა მედიცინის დარგში. კოხი 1910 წელში გერმანიაში გარდაიცვალა.

1849 წლის 11 დეკემბერს ოსმალო სულთანმა აბდულმეჯითმა ერთ-ერთი შეკრების დროს ფიცი დადო, რომ ბრძოლას დაიწყებდა მექრთამეობის წინააღმდეგ. პირველი სერიოზული ნაბიჯი მექრთამეობის წინააღმდეგ 1839 წელს მიღებული თანზიმათის ფერმანში შევიდა. აბდულმეჯითის მიერ შემოღებული ფიცის მიხედვით, სახელმწიფოს ყველაზე დაბალი რანგის მოღვაწეებიდან ყველაზე მაღლი რანგის თანამდებობის პირებამდე ყველა ფიცს დებდა ყურანზე, რომ ქრთამს არ აიღებდა. ამის შესაბამისად პირველი ფიცი ფადიშაჰმა აბდულმეჯითმა დადო.

1946 წლის 11 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე გაეროს ბავშვთა საერთაშორისო ფონდის UNICEF-ის დაარსების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბავშვთა დასახმარებლად შექმნილი ორგანიზაცია 1950 წელში გაფართოვდა და გადაწყდა მას დახმარების ხელი გაეწია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დახმარების საჭიროების მქონე ბავშვებისა და ქალებისათვის. UNICEF, რომელიც 158 ქვეყანაში მოქმედებს, მთავრობებისა და კერძო პირების მიერ გაღებული შემოწირულობებით დღითიდღე იზრდება.

1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთ-ჩეჩნეთის ომი დაიწყო. ჩეჩნეთის მიერ 1991 წელში ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი დაიწყო. ჩეჩნების მტკიცე წინააღმდეგობისა და მუდმივი დანაკარგების გამო რუსეთი იძულებული გახდა უკან დახეულიყო. რუსული არმია უკან დახევის პერიოდში აქტიურად ბომბავდა დედაქალაქ გროზნოს, რის გამოც ათასობით სამოქალაქო პირი დაღუპა. 1996 წელში ჰასავიურთის ზავით დასრულებული რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შედეგად 100 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე და რუსეთის არმიის დაახლოებით 5 ათასი სამხედრო დაიღუპა.

 



მსგავსი ინფორმაციები