10 დეკემბერი ისტორიაში

10 დეკემბერი ისტორიაში

403835
10 დეკემბერი ისტორიაში

10 დეკემბერი ისტორიაში 

1774 წლის 10 დეკემბერს წარმოშობით კაზაკი ემელიან პუგაჩოვი სიკვდილით დასაჯეს. რუსეთში, მე-18 საუკუნეში ამბოხებულ კაზაკთა ხელმძღვანელი პუგაჩოვი, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოსკოვში ჩამოახჩეს. ერთ-ერთ კაზაკი გლეხის ოჯახში დაბადებული პუგაჩევი სულ რაღაც 17 წლისა იყო, როცა რუსეთ-ოსმალეთის ომში მიიღო მონაწილეობა. მან მე-18 საუკუნეში რუსეთის მეფის წინააღმდეგ მოსახლეობაა ააჯანყა და მალევე დიდი რაოდენობით მხარდამჭერიც მოიპოვა, მაგრამ კაზაკებიდან ნაწილმა მეფეს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც იგი შეთქმულების ნიადაგზე დააპატიმრეს. ემელიან პუგაჩოვი რამოდენიმე დღიანი დაკითხვის შემდეგ 1774 წლის 10 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს.

1896 წლის 10 დეკემბერს შვედი ქიმიკოსი ალფერდ ნობელი გარდაიცვალა. პატარა ასაკში საბუნებისმეტყველო მეცნიერებით დაინტერესებული ნობელი ქიმიის სფეროში განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაუშვეს. იგი გერმანიაში, საფრანგეთში აშშ-ში და შვედეთში დინამიტებზე სამუშაოებს ატარებდა. ნობელმა 1879 წელს საფრანგეთში შექმნილ ლაბორატორიაში უკვამლო დენთი დაამზადა. დინამიტის აღმომჩენელმა ნობელმა გარდაცვალებამდე ანდერძი დატოვა, რომ ყოველწლიურად თავისი ქონებიდან გარკვეული ნაწილი იმ წლის ყველაზე წარმატებული მეცნიერისათვის გადაეცათ. მისი ანდერძის საფუძველზე შვედეთის მთავრობამ 1900 წელს ნობელის ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და იმ დღიდან მოყოლებული ყოველწლიურად გაიცემა ნობელის პრემია.

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ, 30 პუნქტიანი ადამიანის უფლებების დეკლარაცია დაამტკიცა. ამ დეკლარაციაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ომებმაც. დეკლარაცია, რომელიც განურჩევლად ერისა, სქესისა და რწმენისა ყველას თანასწორუფლებიანად მიიჩნევს, საუდის არაბეთის, სამხრეთ აფრიკის ქვეყნების და საბჭოთა კავშირის გარდა ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი. აღნიშნულ დეკლარაციაში მხარდამჭერ ქვეყნებს შორის არის თურქეთიც. მას შემდეგ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დღედ აღინიშნება.

1997 წლის 10 დეკემბერს ყაზახეთის დედაქალაქი ალმაატიდან ასტანაში იქნა გადატანილი. ქლაქი ალმაატა ტერიტორიულად ქვეყნის ცენტრისგან ძალიან შორს იყო, რის გამოც ეკონომიკური, გეოგრაფიული და გარემოს ფაქტორები გათვალისწინებული იქნა და სწორედ ამ მიზნით გადატანილ იქნა დედაქალაქი ასტანაში. ასტანა ყაზახეთის ტეროტორიულად მეორე ყველაზე დიდი ქალაქია. დღეისათვის იქ 700 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როდესაც დედაქალაქად გამოცხადებამდე 300 ათასი ცხოვრობდა. იგი ბოლო ათი წლია განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა.



მსგავსი ინფორმაციები