10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

627341
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების დამცველი გაეროს  გენერალური ასამბლეა 1948 წლიდან მოყოლებული დღემდე, ყოველი წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თურქეთმა გაეროს დეკლარაცია 1949 წლის აპრილის თვეში დაამტკიცა რა, ამ თარიღიდან მოყოლებული როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, თურქეთშიც 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა ადამიანის უფლებათა დაცვის ზრდამაც გამოიწვია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საკუთარი ამბიციების განმხორციელებელი დიქტატორების ქმედებებიდან გამომდინარე, მსოფლიოს მრავალ კუთხეში ბრძოლების, მიგრაციების, გენოციდების და მკვლელობების გამო, ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროება აუცილებლობა გახდა. დღეისათვის შეიძლება ისეთი ფართომაშტაბიანი ბრძოლები აღარ ხორციელდება, მაგრამ, ერაყში, სირიაში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე შეტაკებებიც ერთგვარი ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელთა აღსაკვეთად გაერო და სხვა მსგავსი  საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ ძალისხმევებს იჩენენ. ჩვენი სურვილია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეტაკებები, ტერორისტული აქტები და ყველა სხვადასხვა სახის ადამიანის უფლებების დარღვევა მთლიანად იქნება აღმოფხვრილი. 



მსგავსი ინფორმაციები