ინდოეთში კინოდარბაზებში ეროვნული ჰიმნი შესრულდება

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნაში არსებულ კინოდარბაზებში ფილმის დაწყებამდე ეროვნული ჰიმნის შესრულების გადაწყვტილება მიიღო

622594
ინდოეთში კინოდარბაზებში ეროვნული ჰიმნი შესრულდება

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნაში არსებულ კინოდარბაზებში ფილმის დაწყებამდე ეროვნული ჰიმნის შესრულების გადაწყვტილება მიიღო.

პროკურატურაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ფილმის ჩვენებამდე ინდოეთის დროშის თანხლებით ეროვნული ჰიმნის შესრულების გადაწყვეტილების აღსრულება 10 დღეში დაიწყება და მაყურებლები ჰიმნის შესრულების დროს საჭიროა ფეხზე იდგნენ.

ინდოეთის მედიის ცნობით, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხალხმა ინდივიდუალური თავისუფლების ცნებები უნდა მოიშორონ და უნდა შეიძინონ პატრიოტიზმის განცდა.“

სასამართლოს გადაწყვეტილებამ სოციალური მედიაში დაპირისპირება გამოიწვია.

ინდოეთის 29 შტატს ჰიმნთან დაკავშირებით საკუთარი კანონები აქვს.  

ინდოეთში სახელმწიფო ჰიმნი ჯანა განა მანა 1950 წელში იქნა დამტკიცებული.


საკვანძო სიტყვები: #ინდოეთი , #ეროვნული ჰიმნი

მსგავსი ინფორმაციები