უკრაინელები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შევლენ

სლოვაკია ამ საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს დაიწყებს

613392
უკრაინელები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შევლენ

ევროკავშირის საბჭომ წინასწარი თანხმობა მისცა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები დაიწყება.

სპუტნიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა პალატამ  მხარი დაუჭირა უკრაინის მიმართ სავიზო რეჟიმის გაუქმების მიზნით ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას.

ახლა, ევროკავშირის როტაციული თავჯდომარე სლოვაკია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ამ საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყეს ევროპარლამენტთან.  

ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ კიევმა უვიზო რეჟიმზე გადასვლისათვის საჭირო ყველა მოთხოვა შეასრულა.

უკრაინის ხელისუფლებაც იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ამ წლის ბოლომდის გააუქმებენ სავიზო რეჟიმს



მსგავსი ინფორმაციები