რუსეთი საერთაშორისო სასამართლოდან გავიდა

“ეს სასამართლო ვერ გახდა სრულიად დამოუკიდებელი და კომპეტენტური ორგანო“

612307
რუსეთი საერთაშორისო სასამართლოდან გავიდა

კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს რჩევისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობის საფუძველზე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რუსეთის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრობიდან გასვლას ითვალისწინებს.

ამასთან პუტინმა მოითხოვა, რომ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები მიაწოდონ გაეროს გენერალურ მდივანს.

კრემლის პრეს წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რომის სტატუსიდან გასვლა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით კი ხსენებული სასამართლო ვერ გახდა სრულიად დამოუკიდებელი და კომპეტენტური ორგანო.

ამავე განცხადებით რუსეთი შეაწუხა ასევე ამ სასამართლოს მიერ 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული აგრესიის მიმართ დამოკიდებულებამაც     



მსგავსი ინფორმაციები