აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა

რესპუბლიკელმა კანდიდატმა ტრამპმა ფლორიდაში, ოჰაიოში, ჩრდილოეთ კაროლინაში, აიოვასა და პენსილვანიის მსგავს საკვანძო მნიშვნელობის შტატებში გაიმარჯვა და დელეგატთა რაოდენობა 274-მდე გაზარდა

606827
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

რესპუბლიკელმა კანდიდატმა ტრამპმა ფლორიდაში, ოჰაიოში, ჩრდილოეთ კაროლინაში, აიოვასა და პენსილვანიის მსგავს საკვანძო მნიშვნელობის შტატებში გაიმარჯვა და დელეგატთა რაოდენობა 274-მდე გაზარდა.

დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონისათვის ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობამ კი 218 შეადგინა.

ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, თუმცა არსებული სხვაობის დაფარვა უკვე შეუძლებელია, რადგანაც საარჩევნო საბჭოს 538 დელეგატიდან 270 ხმის მიღებაც საკმარისია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის.

ტრამპის გამარჯვების შემდეგ განცხადებებმაც არ დააყოვნა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ამერიკის არჩევნები შოკის მომგვრელია და ამომრჩეველმა არა ტრამპს, არამედ არსებული წყობის წინააღმდეგ მისცა ხმა.

საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა კი ტრამპს ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.

საფრანგეთის ელჩმა აშშ-ში აროდმა კი განაცხადა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია და მსოფლიო მათ თვალწინ ინგრევა.



მსგავსი ინფორმაციები