დღეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია

საანკეტო გამოკითხვებით კლინტონი გაიმარჯვებს

605859
დღეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია

დღეს აშშ-ში არჩევნებია და საპრეზიდენტო სავარძლისათვის კენჭს იყრიან დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი.

საარჩევნო კამპანიები ორივე კანდიდატმა ბოლო დღემდის გასწიეს, რათა  მერყევი ამომრჩევლების მხარდაჭერა მიიღონ. 

ექსპერტთა აზრით სასწორის პინას მათთან ერთად ფლორიდის, კალიფორნიისა და ტეხასის მსგავსი მაღალ რეიტინგული ხმების მქონე შტატები გადაწყვეტენ რა, ვინც ამ შტატებში გაიმარჯვებს, საბოლოოდ გამარჯვებულიც ის დარჩება.

არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კლინტონი გამართლდა ელექტრონული ფოსტის საკითხშიც, რამაც ახლიდან გაზარდა წინა საარჩევნო საანკეტო ქულათა სხვაობა მასა და ტრამპს შორის.

პრეზიდენტების გარდა დღეს 100 წევრიანი სენატის 1/3-ს, ე.ი. 34 სენატორს და კიდევ წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს აირჩევენ  



მსგავსი ინფორმაციები