არაბული კოალიცია ჰუსიტებს ბომბავს

დაიღუპა 43 კაცი

599914
არაბული კოალიცია ჰუსიტებს ბომბავს

იემენიდან მიღებული ცნობებით, არაბული კოალიციის კუთვნილმა ბომბდამშენებმა ქალაქ ელ ჰუდეიდეში ჰუსიტების კონტროლქვეშ მყოფი ობიექტები დაბომბეს, რის შედეგადაც 43 კაცი დაიღუპა, ათობით დაიჭრა და მათ შორის ზოგიერთების მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომაც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

ჰუსიტების განცხადებით კოალიციამ ერთი პოლიციის განყოფილება და კიდევ ეზ ზეიდიეს საპყრობილე დაბომბეს.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ იემენის პრეზიდენტმა მანსურ ჰადიმ გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, ისმაილ შეიხ აჰმედის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა არ მიიღო, რადგან, მისი აზრით ჯერ ერთი ეს გეგმა ჰუსიტების ლეგიტიმაციას, ხოლო მეორეს მხრივ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცას ითვალისწინებს.



მსგავსი ინფორმაციები