ევრო კავშირი განცხადება

განზრახ მკვლელობა ეს არის საერთაშორისო კანონების აშკარა დარღვევა და შესაძლებელია წარმოქმნას საომარი დანაშაულის დანიშნულება

597138
ევრო კავშირი განცხადება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგჰერინის და ევროკავშირის კომისიის ჰუმანიტარული დახმარების და კრიზისის მართვის პასუხისმგებელი წევრის კრისტოს სტილიანიდესის მხრიდან, ერთობლივი წერილობითი განცხადება გავრცელდა ალეპოსთვის ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობის შესახებ.

განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მხრიდან, ალეპოში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების მცდელობის მიუხედავად, დაჭრილი სამოქალაქოების ევაკუაციის და ხალხისთვის დახმარების მიწოდების მომცველი შეთანხმება არ იქნა მიღებული.

გამოიკვეთა, რომ ათასობით ადამიანია, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო დახმარებას. საჭიროა დაჭრილი მოქალაქეების ევაკუაცია და პარალელურად მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ეს კი, შესაძლებელია მხოლოდ ჯანდაცვის პერსონალების უსაფრთხოების დაცვით. გამოითქვა მოწოდება სირიელი უფლებამოსილების და მისი მოკავშირეების მიმართ, მოახდინონ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის განახლება და გაეროს ოქტომბრის თვეში დაგეგმილის მსგავსად ჰუმანიტარული დახმარების კოლონებისთვის ნებართვის მიცემა. აღინიშნა, რომ მხარეები ვალდებულნი არიან სირიელი სამოქალაქოების სასწრაფო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის გამოიჩინონ ძალისხმევა.  

ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ აქვთ უფლება მიიღონ სიცოცხლის შესანარჩუნებლად დახმარება და მხარდაჭერა. გამოითქვა მოთხოვნა ყველა მხარის მიმართ, დასრულდეს ალეპოში სამოქალაქოთა რეგიონების და ჯანდაცვის ორგანიზაციების დაბომბვა. აღინიშნა, რომ სამოქალაქოების და ჯანდაცვის პერსონალების განზრახ მკვლელობა ეს არის საერთაშორისო კანონების აშკარა დარღვევა და შესაძლებელია მას მიეცეს საომარი დანაშაულის დანიშნულება. სირიის ომს არ გააჩნია სამხედრო გადაწყვეტა-აღინიშნა განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები