ოპერაცია ეგვიპტეში

ეგვიპტის სინის ნახევარკუნძულზე შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის დროს მომხდარ შეტაკებას ორი სამხედრო ემსხვერპლა

592373
ოპერაცია ეგვიპტეში

ეგვიპტის სინის ნახევარკუნძულზე შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის დროს მომხდარ შეტაკებას ორი სამხედრო ემსხვერპლა.

ეგვიპტის არმიის პრესსპიკერის მუჰამედ სემირის განცხადებით, სინის ჩრდილოეთ ნაწილში არმიამ ზოგიერთ ადგილზე ოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკებისას 2 სამხედრო დაიღუპა, შეიარაღებული ჯგუფებიდან კი ექვსი. მისივე თქმით, რეგიონში 16 თავშესაფარი, 11 ასაფეთქებელი, 2 სატრანსპორტო საშუალება და 10 მოტოციკლი იქნა განადგურებული.

ეგვიპტის არმია და უშიშროების სამსახური 2013 წლის სექტემბრიდან დღემდე სინის ნახევარკუნძულზე ტერორისტად შეფასებული ელემენტების წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებენ.

 



მსგავსი ინფორმაციები