აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შტაბბინას თავს დაესხნენ

ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე საარჩევნო შტაბბინას დაუდგენელმა პირებმა აალებადი ნივთიერება ესროლეს, რამაც ოფისს ზიანი მიაყენა

591008
აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შტაბბინას თავს დაესხნენ

აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შტაბბინას თავს დაესხნენ.

ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე საარჩევნო შტაბბინას დაუდგენელმა პირებმა აალებადი ნივთიერება ესროლეს, რამაც ოფისს ზიანი მიაყენა.

თავდასხმის დროს საარჩევნო ბიუროს გვერდით შენობაზე გააკეთეს წარწერა “ნაცისტო რესპუბლიკელებო ქალაქი დატოვეთ თორემ....“

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპის მიერ ინციდენტის შემდეგ გაკეთებული განცხადების მიხედვით, იმის გამო, რომ ლიდერობენ, დემოკრატიული პარტიისა და ჰილარი კლინტონის მხარდამჭერები მათ ოფისს თავს დაესხნენ.

კლინტონმა კი სოციალური ქსელების მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მომხდარი „საშინელებაა და მიუღებელია.“



მსგავსი ინფორმაციები