ინდოეთში ჭყლეტის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

ტრაგედია რელიგიურ ცერემონიაზე მოხდა

590583
ინდოეთში ჭყლეტის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთიდან მიღებული ინფორმაციებით, უტტარ პრადეშის პროვინციაში, კონკრეტულად კი მდინარე განგის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ვარანიში, ინდუსთა სექტის რელიგიურ ცერემონიაზე წარმოქმნილი ზედახორის დროს 24 კაცი დაიღუპა, მათ შორის 14 ქალი და 20 დაიჭრა.

რიტუალში მონაწილე 70 ათასამდე კაცმა მაშინ დაიწყო ერთმანეთის ჭყლეტა, როცა გაიგეს, რომ ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე ხიდი ჩატყდა და უკან დაბრუნება კი შეუძლებელი გახდა.

ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის განცხადებით, დაღუპულთა ოჯახებს დაახლოებით 3-3 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდიან  



მსგავსი ინფორმაციები