“მეთიუმ“ აშშ-ს სანაპიროებს მიაღწია

მან ჰაიტში 842 ადამიანი იმსხვერპლა

585298
“მეთიუმ“ აშშ-ს სანაპიროებს მიაღწია

„მეთიუ“-ს სახელწოდების ქარიშხალმა, რომ იტყვიან მიაწასთან გაასწორა კუბა, დომინიკის რესპუბლიკა და ჰაიტი რა, მარტო ამ უკანასკნელ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 900 კაცს მიაღწია, ხოლო ამჟამად კი აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს მიაღწია, რის გამოც ფლორიდის, ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების სანაპირო რეგიონებში განგაშია გამოცხადებული და ახლახან მიღებული ინფორმაციებით ფლორიდაში უკვე 6 კაცი შეეწირა მას.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მილიონობით ადამიანს რეგიონის დატოვება მოსთხოვეს, რის გამოც გზატკეცილებზე დიდი საცობები შეიქმნა, ხოლო ამის პარალელურად ხალხმა წყლისა და კვების პროდუქტების მარაგის უზრუნველსაყოფად მარკეტებს მიაშურეს.

ამასობაში მეთიუ სწრაფად მიიწევს წინ და მას თან ახლავს ძლიერი შტორმი და წვიმა. ყველაზე უდიდესი ზარალი მეთიუმ მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე უღარიბეს ქვეყანას, ჰაიტის მიაყენა, სადაც ცხოვრება ლამის პარალიზებულია, ხოლო ქალაქ ჯერემიეს 80% თითქმის მიწასთან გასწორდა.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინატოროდან გავრცელებული განცხადებით, სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება 350 ათას კაცს. ამავე ქარიშხლის გამო კუბაში 1,5 მილიონ კაცის, დომინიკაში კი 36 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს



მსგავსი ინფორმაციები