მოსულის განთავისუფლების ოპერაცია მალე დაიწყება

ამის შესახებ ფრანგმა მინისტრმა განაცხადა

580728
მოსულის განთავისუფლების ოპერაცია მალე დაიწყება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან ივეს ლე დრიანმა პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ფრანგულ ავიაგემ Charles de Gaulle-დან აფრენილი გამანადგურებლების მხრიდან ერაყის ქალაქ მოსულში არსებულ  DEAŞ-ის სამიზნეებზე განხორციელებული თავდასხმები იმის მაუწყებელია, რომ მალე ამ ქალაქის დეაშელებისგან განთავისუფლების მიზნით ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყება.

მისივე თქმით ფრანგულმა გამანადგურებლებმა ამ ქვეყნის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ბრძანების საფუძველზე დაბომბეს დეაშის ობიექტები და ამით დახმარება გაუწიეს კოალიციის ძალებსაც.

საფრანგეთი კოალიციას შეუერთდა ტერორისტების მხრიდან 2015 წლის იანვარში შარლი ჰებდოზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რასაც 12 კაცის სიცოცხლე შეეწირა  



მსგავსი ინფორმაციები