აშშ და კუბა საელჩოებს ხსნიან

ობამამ კუბაში ელჩის თანამდებობაზე წარადგინა დელაურენტის კანდიდატურა

578406
აშშ და კუბა საელჩოებს ხსნიან

აშშ-მ, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობები კუბასთან 1961 წელს გაწყვიტა, 55 წლის გასვლის შემდეგ პირველად გამოიტანა დადგენილება, დანიშნოს ელჩი ამ ქვეყანაში.

ბარაკ ობამამ კუბაში ელჩის თანამდებობაზე წარადგინა ამჟამინდელი დესპანის, ჯეფრი დელაურენტის კანდიდატურა, რომელიც ჰავანაში 2014 წლიდან ასრულებს ამ მოვალეობას.

ახლა მისი ელჩად დანიშვნისათვის საჭიროა სენატმაც მხარი დაუჭიროს მის კანდიდატურას.

ორივე ქვეყანაში საელჩოების გახსნა ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენასაც.

მიმდინარე წლის მარტის თვეში კუბას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბარაკ ობამა და იგი გახდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, რომელიც 1928 წლის შემდეგ პირველად ეწვია ამ ქვეყანას  



მსგავსი ინფორმაციები